ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

განცხადება-ანკეტა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებულ უნდა იქნას სრულყოფილად თითეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი);

გვარის ან სახელის ცვლილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ქორწინების მოწმობის ასლი ან დოკუმენტი რის საფუძველზეც მოხდა სახელის/გვარის ცვლილება. ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ნათარგმნი და ლეგალიზებული (კანადის შესაბამისი დაწესებულების მიერ). თუ ქორწინების მოწმობაში არ ჩანს სახელის ან გვარის ცვლილება, შესაბამისი უწყებიდან უნდა მოიტანოთ ცნობა იმის თაობაზე, რომ თქვენ გვარი შეიცვალეთ ქორწინების საფუძველზე. ეს დოკუმენტიც საჭიროებს ლეგალიზებას;

დაბადების მოწმობის ასლი  (თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია კანადის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ლეგალიზებულ უნდა იქნეს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

ქართული პასპორტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

უცხოური პასპორტის ასლი;

2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი, ასევე ელექტონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);

ავტობიოგრაფია;

საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია, რეკომენდატორების საქართველოს პასპორტების ან პირადობის მოწმობების ასლები;

 

საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე შედგენილი განცხადება, შესაბამისი ორგანოების წინაშე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობის გაწევის შესახებ;

ზ) 250 ლარი (სახელმწიფო მოსაკრებელი მოქალაქეობის მინიჭებისათვის) თანხა ჩაირიცხება საქართველოში, სამოქალაქო რეესტრის კუთვნილ საბანკო ანგარისშზე, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკიდან. გადარიცხვის ქვითარში მითითებული უნდა იყოს იმ პიროვნების სახელი და გვარი, რომელსაც უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. ორიგინალი თანხის გადარიცხვის ქვითარი თან უნდა დაერთოს კანადაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის საჭირო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ საქართველოს საელჩოში პირადად ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით.

არასრულწლოვანი პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

· ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

· 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი, ასევე ელექტონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);

· ბავშვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფოტოსურათიანი დოკუმენტის) დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

· მშობლების ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობები;

· მშობლების პასპორტების დამოწმებული ასლები;

· მშობლების ავტობიოგრაფიები;

· მშობლების ქორწინების მოწმობა.

 

ზემოაღნიშნული ყველა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ლეგალიზებული!

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ