საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21 პირველად უმასპინძლებს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21 პირველად უმასპინძლებს. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.

თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ MAPLE ARCH 21 -ის ძირითადი დაგეგმარების კონფრენეცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორაგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნოემბერში გაიმართება. MAPLE ARCH 21 -ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იქნებიან ჩართულები. მასში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

https://www.interpressnews.ge/ka/article/669166-sakartvelo-mravalerovnul-sametauro-sashtabo-scavlebas-maple-arch-21-pirvelad-umaspinzlebs/