საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ტრადიციული ქართული სამოსის გამოფენა მოინახულა

ქალაქ ვიქტორიაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ბრიტანეთის კოლუმბიის გუბერნატორის ოფიციალურ რეზიდენციას ეწვია და გაეცნო იქ ორგანიზებულ, „აფხაზის ბაღის“ დამაარსებლების ნიკოლოზ და პეგი აფხაზებისადმი მიძღვნილ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილია აფხაზების საგვარეულო ტრადიციული ქართული ჩოხა, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის საქართველოს საელჩომ დაამზადებინა საქართველოში.