თანამშრომლობის სფეროები
საქართველოსა და კანადას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულად წარმატებით ვითარდება ბოლო პერიოდში. 2017 წლიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების, თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ, საგანმანათლებლო და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
პირველად საქართველო-კანადის ურთიერთობებში, 2018 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ინვესტიციების ორმხრივი დაცვის სამთავრობათაშორისო შეთანხმებაზე (FIPA).
კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სასწავლო პროგრამებს გადიან კანადის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში.
2019 წელს კანადის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ 2020 წელს კანადის სამხედრო სწავლება Maple Arch საქართველოში გაიმართება.
ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან მიღწეული შეთანხმებით, კოლეჯის სასწავლო პროგრამას დაემატება ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდის შესწავლა. კოლეჯის უნიკალურ სასწავლო-საჩვენებელ ვენახში უკვე ხარობს ქართული „საფერავისა“ და „ჩინურის“ ჯიშის ვაზი.
კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ნატო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. ამასთანავე, კანადა მიესალმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. კანადა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ რეფორმებს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც ნატო-სა და დიდი შვიდიანის (G7) წევრი ქვეყანაა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა წარმოადგენს.
ბოლო წლებში საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და კანადას შორის 2013-2018 წწ. (ათასი აშშ დოლარი)
წლები
|
2013
|
2014
|
2015
|
2016
|
2017
|
2018
|
ბრუნვა
|
101.25
|
60.78
|
81.76
|
85.63
|
32.76
|
26.69
|
ექსპორტი
|
81.36
|
48.75
|
70.17
|
41.26
|
2.37
|
9.20
|
იმპორტი
|
19.89
|
12.03
|
11.59
|
44.37
|
30.39
|
17.49
|