Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

დელეგაციის ვიზიტი კანადის პარლამენტში

2026 წლის 2 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფრენსის სკარპალეჯასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კანადის პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოში არსებული ვითარებით, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას.

დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა. ქართულმა მხარემ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ გამოცემები. ასევე, ბიბლიოთეკის კოლექციას შეემატა შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსნისქართულ-ფრანგული გამოცემა. დელეგაციის წევრებმა და კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საპატიო ჩანაწერი გააკეთეს კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკის სტუმართა წიგნში.