შეხვედრა კადანის საგრეო საქმეთა სამინისტროში
2026 წლის 4 ივნისს, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქტიკის, ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, გალიტ დობნერთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საქართველო-კანადის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
