საქართველოს საელჩო კანადაში აცხადებს სტაჟირების მსურველთა შესარჩევ კონკურსს
საქართველოს საელჩო კანადაში აცხადებს სტაჟირების მსურველთა შესარჩევ კონკურსს
საქართველოს საელჩო კანადაში, სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, აცხადებს სტაჟირების კონკურსს:
განაცხადების მიღების ვადაა 2023 წლის 2 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. სტაჟირების გავლის პერიოდის შერჩევა მოხდება გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)თან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაცია:
· სტაჟირება წარიმართება ანაზღაურების გარეშე;
· სტაჟირების პერიოდი მოიცავს 3 თვეს. შესაძლებელია ხსენებული პერიოდის შემდგომი 3 თვით გაგრძელება;
· ვაკანსიის რაოდენობა: 2
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
- არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, არის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ან უკვე დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი;
- სწავლისას გამოირჩევა/გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს კანადაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
სასურველია:
- სასურველია ფრანგული ენის ცოდნა;
- ზოგადი განათლების მაღალი დონე;
სტაჟირებისა გავლის მსურველთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს, კონკურსის დასრულებამდე პერიოდში, ტელეფონის (დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე) ან ელ-ფოსტის მეშვეობით:
E-mail: [email protected]
Tel: +1 613 421 0460 ext: 225
შევსებული აპლიკაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გადმოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე [email protected]