Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

შეხვედრა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან

2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმედ ჰუსენთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

აჰმედ ჰუსენმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო ხიდს, და აღნიშნა, რომ საქართველოსა და კანადას აერთიანებთ დემოკრატიული ღირებულებების, საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგულება.

კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

May be an image of the Oval Office