Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

2026 წლის 1 ივნისს, კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, შეხვედრა გამართა სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან პიტერ ბიმთან (Peter M. Boehm) და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან პიტერ ჰარდერთან (Peter Harder).

საუბრის მთავარი თემები გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ პარტნიორობას შეეხო. ქართულმა მხარემ სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ, ხელშესახებ ფაქტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ რეიტინგებს, სადაც საქართველო მყარ, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და გამოთქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.