საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, კანადაში საქართველოს საელჩოს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა თომა (ბეკურიშვილი) ეწვივნენ.
ეპისკოპოსმა საბამ საელჩოში მოაბრძანა წმინდა ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი და პარაკლისი აღავლინა.
იმავე დღეს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სალომე ქურასბედიანი საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, დაესწრო მონრეალის წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს ორგანიზებით, სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადახდილ პარაკლისს.
მონრეალის შემდეგ, სიწმინდეების მოლოცვა კანადის სხვა ქალაქებში, კერძოდ ვანკუვერში (22 ოქტომბერი), კალგარსა (24 ოქტომბერი) და ტორონტოში (25 ოქტომბერი) გაგრძელდა.
