გაცნობითი ხასიათის შეხვედრები
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა კანადაში, სალომე ქურასბედიანმა, ოტავაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა თურქეთის ელჩთან, იან დიზდართან, იტალიის ელჩთან, ალესანდრო კატანეოსთან, ყაზახეთის ელჩთან, დაულეთბეკ კუსაინოვთან, საფრანგეთის ელჩთან, მიშელ მირაეისთან, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბინ ლინთან.
შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მიმოიხილეს თანამშრომლობის არსებული ჩარჩოები და იმსჯელეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.