საგარეო საქმეთა მინისტრის წინასაშობაო მიღება
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სალომე ქურასბედიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიწვევით, წინასაშობაო მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ ქარნი. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის

