ქართული ალკოჰოლური სასმელების კუთხე La Grande Dégustation de Montréal-ის ფესტივალზე
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა, 6 ნოემბერს ქ. მონრეალში გამართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე მასშტაბური ფესტივალის – La Grande Dégustation de Montréal – ფარგლებში, ქართული კუთხე მოინახულა.
ფესტივალი უკვე მეთხუთმეტე წელია იმართება და ყოველწლიურად, 10000-მდე ვიზიტორი სტუმრობს (https://lagrandedegustation.com)
