მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, კანადაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Global Affairs Canada) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაში "International Food Fair"
ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს თანამშრომლები დიპლომატიური კორპუსისა და სამინისტროს წარმომადგენლებს ქართული სამზარეულოს უნიკალური კერძებით გაუმასპინძლდნენ, რომლებმაც დიდი ინტერესი და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული კულინარიული ტრადიციების მრავალფეროვნება და ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობის უნიკალური ხასიათი.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ''International Food Fair" ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას კანადაში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების აბსოლუტური უმრავლესობა იღებს.