Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კანადაში

2026 წლის 1 ივნისს კანადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო, რომელსაც ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის ადამიანური რესურსების, უნარების და სოციალური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ მორისისთან (Robert Morrissey).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს როგორც კანადის სენატსა და თემთა პალატაში, ისე კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

No photo description available.

No photo description available.