Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

დელეგაციის შეხვედრა ტორონტოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

2026 წლის 5 ივნისს, კანადაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ვიზიტი ტორონტოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კანადაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და დიასპორის როლი ქართული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

განსაკუთრებულად აღინიშნა ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა თომას (ბეკურიშვილი) და ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი წვლილი ქართული სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობის განვითარებაში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მამა თომას და დიასპორის წარმომადგენლებს აქტიური საქმიანობისა და საქართველო-კანადის ურთიერთობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.