საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა კანადის პარლამენტში
2026 წლის 2 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის წევრსა და ეუთოში კანადის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰედი ფრაის (Hedy Fry) შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, იმსჯელეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თავის მხრივ, ჰედი ფრაიმ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დიალოგის მნიშვნელობაზე და გამოხატა მზაობა, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდეს და გაღრმავდეს.