Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

ქართული ღვინის პრეზენტაცია და დაგემოვნება ხორვატიის საელჩოში

კანადაში საქართველოს საელჩომ, ხორვატიისა და უნგრეთის საელჩოებთან და კვების ბიზნესში მოქმედი კანადურ კომპანიასთან „SommWise Inc“ თანამშრომლობით, მ/წლის 2 ოქტომბერს ხორვატიის საელჩოში ორგანიზება გაუწია ღვინის მასტერკლასს, სადაც მონაწილეობა მიიღეს ონტარიოს პროვინციის ალკოჰოლური სასმელების კონტროლის საბჭოს (LCBO) მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლებმა, მეღვინეობის დარგის ექსპერტებმა, სომელიეებმა და წამყვანმა რესტორატორებმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული, ხორვატული და უნგრული ღვინოები და კერძები.
დეგუსტაციის დროს წარდგენილ პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის მრავალფეროვნებაზე, ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალურობაზე. ყურადღება გამახვილდა ქართული სუფრის ტრადიციებსა და სტუმარ-მასპინძლობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული ბაქარ მაკარიძე და საელჩოს ადმინისტრაციული მენეჯერი შალვა გოგსაძე.