Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

დელეგაციის შეხვედრა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან

2026 წლის 4 ივნისს, კანადაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის წევრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, რობერტ ოლიფანტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით.

No photo description available.