Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

შეხვედრა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან

2026 წლის 1 ივნისს, კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სალომე ქურასბედიანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ლიან რუდთან (Lianne Rood).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობა; იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებასა და ობიექტური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საჭიროებაზე. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი რეგიონში. ლიან რუდმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ქართული ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.