Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს . ტორონტოში მორიგი საკონსულო შემოვლა დაიგეგმა.

 

მოქალაქეთა მიღება გაიმართება:

-         11 ოქტომბერს 10:00-13:00 საათამდე

-         12 ოქტომბერს 10:30-15:30 საათამდე

მისამართი:  5120 Yonge Street, Toronto, M2N 5N9, ON - ნორს იორკის ცენტრალური ბიბლიოთეკა (North York Central Library), მე-2 სართული, ოთახი N1

 

. ტორონტოში საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგ მომსახურებებზე განცხადების შემოტანა:

1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;

2. პირადი ნომრის მინიჭება;

3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

4. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ);

5. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: + 1 (613) 608 4322

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება შესაძლებელი. ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ მომსახურების საფასური - „Money Order“ ან „Bank Draft“, გამოწერილი „Embassy of Georgia“-ს სახელზე.

 

მომსახურების საფასური:

პასპორტი - CAD 69.39

არასრულწლოვანის პასპორტი - CAD 34.69

პირადობის მოწმობა - CAD 41.63

დასაბრუნებელი მოწმობა - CAD 48.57

მართვის მოწმობის შესახებ ცნობა - CAD 34.69

 

დამზადებული დოკუმენტის მისაღებად, ვიზიტისას უნდა წარმოადგინოთ წინასწარ გადახდილი კონვერტი, ადრესატის ზუსტი საფოსტო მისამართით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გასატანად უნდა გამოცხადდეთ . ოტავაში საქართველოს საელჩოში.