„ხსოვნის დღისადმი“ მიძღვნილი ცერემონია
კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა მონაწილეობა მიიღო „ხსოვნის დღისადმი“ მიძღვნილ ცერემონიაში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს საელჩოს სახელით, გვირგვინით შეამკო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე, სხვა სამხედრო კონფლიქტებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული კანადელების ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართული „ომის მემორიალი".
