ელჩი ქალაქ პორტ მუდის მერს შეხვდა.
კანადის ბრიტანეთის პროვინციაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა ქალაქ პორტ მუდის მერს რობ ვაგრამოვს, რომელიც თბილისში დაიბადა და 1990-ანი წლების დასაწყისში მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა კანადაში. რობ ვაგრამოვი კანადის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული მერია. ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციის დახმარებისთვის ელჩმა ქალაქის მერს სამახსოვრო ჯილდო გადასცა.