FIFA 2026 სემინარი
მ/წლის 24 ოქტომბერს, ქ. ოტავაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, სალომე ქურასბედიანმა, მონაწილეობა მიიღო კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გამართულ დიპლომატიურ სემინარში, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა მინიტრი, ანიტა ანანდი და სპორტის სახელმწიფო მდივანი, ადამ ვან კოვერდენი FIFA-სთან პარტნიორობით მასპინძლობდნენ. ღონისძიებას კანადაში აკრედიტებული დიპლომატები და FIFA-ს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2026 წლის ტურნირის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ შეუძლია გლობალურ ღონისძიებას გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა, ხელი შეუწყოს ხალხთაშორის კავშირებს და სათანადოდ წარმოაჩინოს კანადა მთელს მსოფლიოში.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება და FIFA-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტურნირი იქნება, რომელშიც 48 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 104 მატჩში, აშშ-ის, კანადისა და მექსიკის 16 სხვადასხვა ქალაქში. კანადა ტორონტოსა და ვანკუვერში 13 მატჩს უმასპინძლებს.