Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა კანადის პარლამენტში

2026 წლის 2 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის წევრსა და ეუთოში კანადის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰედი ფრაის (Hedy Fry) შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, იმსჯელეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო .. „მოსკოვის მექანიზმისამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თავის მხრივ, ჰედი ფრაიმ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დიალოგის მნიშვნელობაზე და გამოხატა მზაობა, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდეს და გაღრმავდეს.