ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ოტავაში გამართულ "სოლიდარობის" ღონისძიებაში
კანადურ-პოლონური კლუბისა და კანადური ორგანიზაციის „Tribute To Liberty” მიწვევით, 13 დეკემბერს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ოტავაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც 1980-იან წლებში პოლონეთში „სოლიდარობის“ დემოკრატიულ მოძრაობასა და 1981 წელს პოლონეთის კომუნისტური რეჟიმის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების 40 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას, რომელიც ოტავას ცენტრში მშენებარე კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალთან გაიმართა, დაესწრნენ კანადის პარლამენტის წევრები და კანადის პოლონური დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.