Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

საკონტაქტო ინფორმაცია

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები კანადასთან დამყარდა 1992 წლის 23 ივლისს; 2011 წლის მაისში ქ. ოტავაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოსა და კანადას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულად წარმატებით ვითარდება პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეკონომიკის, სავაჭრო-საინვესტიციო, კულტურული, საგანმანათლებლო და ხალხთა შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ნატო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. ამასთანავე, კანადა მიესალმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. კანადა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც არის ნატო-სა და დიდი შვიდიანის (G7) წევრი ქვეყანა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.

2009 წლიდან საქართველოსა და კანადას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტში არსებობს საქართველო-კანადის მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ირაკლი მეზურნიშვილი ხელმძღვანელობს. ჯგუფი 35 წევრი დეპუტატისგან შედგება. 2015 წლის მარტიდან კანადის პარლამენტში განახლდა კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს ბორის ვჟესნევსკი (Boris Wrzesnevsky). (2017 წლის 28-30 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა კანადის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში).

საკონსულო ურთიერთობები

კანადის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.

საქართველოს მოქალაქეებს კანადაში გამგზავრებისათვის სჭირდებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

ბმულები

კანადის საგარეო და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო

კანადის საელჩო თურქეთში

კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის მთავრობა