Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით 42-ე ასამბლეა

➡️23-30 სექტემბერს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, სალომე ქურასბედიანმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით 42-ე ასამბლეის შეხვედრაში, სადაც საქართველოს დელეგაცია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გივი დავითაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.
➡️სიტყვით გამოსვლისას, გივი დავითაშვილმა გამოხატა საქართველოს პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში, 2025 წლის მაისიდან დაწყებულ უკანონო ფრენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი არასანქცირებული ფრენა წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციისა და გაეროს წესდების უხეშ დარღვევას.
➡️სალომე ქურასბედიანმა მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ფარგლებში გამართულ არჩევნებში, რომლის მმართველ საბჭოშიც 36 წევრი სახელმწიფო აირჩიეს.
➡️ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და პარტნიორი საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან. ასევე, ხელი მოეწერა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
➡️სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის შეხვედრაში 192 წევრი სახელმწიფოს 2 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. იგი 3 წელიწადში ერთხელ იმართება და მასზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომდევნო სამი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება.