Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს საელჩო კანადაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

KORNELI KEKELIDZE GEORGIAN NATIONAL

CENTRE OF MANUSCRIPTS
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
„ქართული ხელნაწერი“

17-26 ივლისი, 2024
თბილისი, საქართველო

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის
უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VII საერთაშორისო
საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.


VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ და
უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი,
დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული
ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა,
რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა
საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ
პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. პროგრამა შედგება ხუთი სასწავლო მოდულისგან:

 1.საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა,

2. ქართული ხელნაწერი - ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება;

3. ქართული ისტორიული დოკუმენტი,

4. ქართული ნაბეჭდი წიგნი 

5.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია -
ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მოდულები
ითვალისწინებს 30 ლექციას, პრაქტიკულ კურსს „შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში“,
ორ ვორქშოფს - ქაღალდის შექმნისა და რესტავრაციის ვორქშოფი; ინტერაქტიულ პროგრამა -
სიმულაციურ თამაშს „როგორ ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას?“, თემატურ პანელურ
დისკუსიას „საბუნებისმეტყველო ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და
აღმოსავლურ ხელნწერებში“ და გამოფენას „ქართული ხელნაწერი“; სკოლის ლოგიკური
დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევების შედეგების პრეზენტაციები.
VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2024 წლის 17-
26 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა
არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება
სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით
წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები.


პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და
ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.


საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected].


შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ
ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.



საზაფხულო სკოლის გუნდი
E-mail: [email protected]
www.summerschool.manuscript.ge
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მ. ალექსიძის 1/3
0193, თბილისი, საქართველო
www.manuscript.ge
[email protected]
საკონტაქტო პირი:
დოქტ. ირინა გოგონაია
პროექტის კოორდინატორი
სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი
 ტელ.: 577 79 54 54
E-mail: [email protected]