ელჩმა „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ მფლობელი ორგანიზაცია დააჯილდოვა.
ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ქალაქ ვიქტორიას ესტუმრა და 1946 წელს ნიკოლოზ აფხაზის მიერ დაარსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ მფლობელ კანადურ ორგანიზაციას ბაღის მოვლა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საელჩოს სამახსოვრო ჯილდო გადასცა. მან ასევე დააჯილდოვა ბაღის მოხალისეები და ბაღის მეგობართა საზოგადოების წევრები. „აფხაზი ბაღი“ ერთადერთი ქართული მემკვიდრეობაა კანადაში. 2017 წლიდან ელჩს პატრონაჟი აქვს აღებული მასზე.